უკრაინელებმა რუსეთის 52 შეტევა მოიგერიეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა 5 მიმართულებით რუსების 52 შეტევა მოიგერიეს.

უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რუსმა სამხედროებმა 39 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მათ შორის, 4 S-300-ის ტიპის რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ კრამატორსკში.

,,მიუხედავად ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მრავალრიცხოვანი დანაკარგისა, მტერი არ თმობს აგრესიულ ომს. ისინი აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას ღერძებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. გასულ დღეს ჩვენმა დამცველებმა მოიგერია მტრის 52-ჯერ შეტევა მითითებულ ღერძებზე,”- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათს განმავლობაში, უკრაინის ავიაციამ 8 საჰაერო დარტყმა განახორციელა მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო შეიარაღების თავშეყრის წერტილებზე.

მსგავსი თემები