„ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს“ – ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულს პირი არ უჩანს. მისი თქმით, მხარეები არ აპირებენ, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ.

„ომის დაწყების დღიდან უკვე 20% არის უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებული. ათი ათასობით ადამიანი არის დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგი აქვს ორივე მხარეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები, ბავშვები. ამ ზარალს და დანაკლისს, ამ ტკივილს ვერაფერი აღადგენს. ჩვენ ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს და მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია.  ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა. რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჩვენს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ“ – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები