გეოფიზიკის ინსტიტუტის კვლევით, საშუალო მიწისძვრის შემთხვევაში, საქართველოშ 25 000-მდე სახლი დაინგრევა

გეოფიზიკის ინსტიტუტმა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით დაადგინა, რომ მაგნიტუდა6 სიდიდის მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისში 25 ათასამდე შენობა დაინგრევა. აღნიშნულ საკითხზე შეფასება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს ვთხოვეთ.

„ერ გეტყვით, შრომა არ მაქვს წაკითხული. ზოგადად, მაგნიტუდა 6-ზე რომ თბილისი ძლიერ დაზიანდება ცხადია. თუმცა, ციფრებზე საუბარი გამიჭირდება. გაიხსენებთ, რომ მაგნიტუდა 4,5-მა დააზიანა 12 000-მდე შენობა და მსხვერპლიც კი იყო. კარგად რომ იყოს საქმე მაგნიტუდა 4,5-ს მსხვერპი არ უნდა მოჰყვეს და შენობების დაზიანებაც ძალიან ნაკლები უნდა იყოს. მიწისძვრისგან დაცვა ეს არის სეისმომედეგი მშენებლობა და შესაბამისი კონტროლი“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები