ნანგრევებიდან 70 წლის ქალი ამოიყვანეს

თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრიდან 125 საათზე მეტი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხლად გადარჩენილების პოვნის შესაძლებლობა ნაკლებია. სულ ახლახან კი კორპუსის ნანგრევებიდან 70 წლის ქალი ამოიყვანეს.

თურქეთში გაერო-ს სამოკავშირეო ოფიცრის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დასასრულისკენ მიდიან, რადგან, უკვე გადარჩენილების პოვნის ალბათობა ნაკლებია.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25 000-ს აღწევს.

 

მსგავსი თემები