საქართველო მოძველებული სეისმური საფრთხის რუკით სარგებლობს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის

„საქართველოს სეისმურად ატიური ზონაა, თუცა, საქართელოში ისეთი ძლიერი მიწისძვრები როგორც თურქეთში მოხდა, მოსალოდნელი არ არის“ – აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მაღალი სეისმური რეგიონი არ არის, მჭიდრო დასახლებები, მაღალი შენობები და უხარიხსო ნაგებობები სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

„ცხადია, რომ საქართველოს სეისმურად აქტიური ზონაა. თუმცა, საქართველოში ისეთი ძლიერი მიწისძვრები როგორც თურქეთში მოხდა, მოსალოდნელი არ არის. თუმცა, გვახსოვს, რომ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრებიც მომხდარა და მოხდება კიდეს ჩვენთან, თუმცა, იშვიათად. გვახსოვს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა საქართველოში რაჭის და სპიტაკის. ეს იყო მაგნიტუდა 7 – კავკასიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა. ასეთი ძლიერი მიწისძვრები იშვიათად ხდება“ – აღნიშნა სეისმოლოგმა მედიაცენტრ მთავართან“.

როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველო საკმაოდ მოძველებული სეისმური რუკი სარგებლობს.

„თუ მაგნიტუდა 5 მიწისძვრა მოხდება ქალაქთან ახლოს, სადაც მჭიდრო დასახლებაა, ძალიან დიდი ზარალისა და მსხვერპლის მოტანა შეუძლია. გვახსოვს, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისში, რომელმაც ასევე დიდი ზარალი მოიტანა და ხალხიც დაიღუპა. ჩვენთან ამ კუთხით რამდენიმე პრობლემაა:

  • სეისმური საფრთხის რუკა, რომლითაც ვსარგებლობთ, არს ძალიან ძველი – 1999 წლის. არადა, ეს არის მნიშვნელოვანი, როს მიხედვითაც უნდა გათვალოს მშენებლობები. მაშინ, როცა ეს რუკა წარვადგინეთ, მოვითხოვეთ რომ ის 5 წელიწადში ერთხელ განახლებულიყო, თუმცა, დღე,დე არ განახლებულა.
  • მეორე პრობლემაა თვითონ ნორმები, რომელიც საკმაოდ ძველია ნორმებში იგულისხმება ის, რომ ამ ნორმების მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ მშენებლებმა მშენებლობისას. საუბარია გარკვეულ წესებზე. ეს ნორმაც მოძველებულია. ის 2010 წელს მიიღეს, თუმცა, საბჭოთა ნორმებია. ეს არის პრობლემის ნაწილი. ამას მოსდევს როგორ მიდის მშენებლობა და ზედამხედველობა როგორია“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები