რამდენ მაგნიტუდაზეა თბილისი გათვლილი?!

კითხვაზე რამდენ მაგნიტუდაზეა თბილისი გათვლილი, პასუხის გაცემა სეისმოლოგებს უჭირთ. როგორც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი მედიაცენტრ მთავართან აცხადებს, ერთიდაიგივე მაგნიტუდის მიწისძვრას სხვადასხვა დასახლებებში სხვადასხვა ზიანის მოტანა შეუძლია.

„მიწისძვრით გამოწვეული ზიანი  სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვაა. თბილისში სხვაა, ჯავახეთში სხვა. მაგალითად, თუ მაგნიტუდა 5 თბილისთან ახლოს მოხდა, შეუძლია გამოიწვიოს ზარალი, ეს შეუძლია მაგნიტუდა 7-საც, რომელის შესაძლოა თბილისიდან  50 კილომეტრში მოხდეს. უნდა ითქვას, რომ საშუალო დონის მიწისძვრაც კი ჩვენთვის პრობლემაა, რადგან, ჩვენთან ძალიან ბევრია ძველი შენობები. ადრე თბილისი 7 „ბალიან“ ზონაში იყო მოქცეული, შემდეგ 8 „ბალიანზე“. თბილისის დღევანდელი სეისმური საფრთხე 8 ბალს შეესაბამება“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

სეისმოლოგმა ისიც აღნიშნა, რომ მშენებლობის სფეროში ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი.

„თუ ძველ შენობებზე ვისაუბრებთ, სპიტაკის მიწისძვრა აჩვენებს, რომ საბჭოთა პერიოდის შენობებს მთელი რიგი პრობლემები აქვს. თანამედროვე შენობებზე ვერ გეტყვით როგორი კონტროლი არსებობს. თუმცა, პრობლემები რომელიც ახალ შენობებს მიწისძვრის გარეშეც ექმნებათ, გვიჩვენებს, რომ სფეროში ბერი რამაა მოსაწესრიგებელი. ბევრგან უნდა მოწესრიგდეს, რომ ეს სფეროც მოწესრიგდეს“ – განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები