„მისი მდგომარეობა დამძიმდა და ეს იყო პროგნოზირებული“ – ჯიშკარიანი სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიის” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. მისი შეფასებით, ეს პროგნოზირებული იყო კიდეც.

„მისი მდგომარეობა დამძიმდა და ეს იყო პროგნოზირებული არაერთი ექსპერტის მიერ, 17 ექსპერტი და სახალხო დამცველის ექსპერტები პროგნოზირებდნენ სავალალო მდგომარეობას. პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახლა არის მოსამართლე არევაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ასევე კლინიკა ,,ვივამედი“, ვინაიდან მათ გაწიეს წინააღმდეგობა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც ჩამოერთვა ამ ადამიანს. მე კლინიკა ,,ვივამედის” ტყუილი ცრემლების არ მჯერა. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, მასთან შესვლა შეზღუდულია“ – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

 

მსგავსი თემები