„უკრაინის მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოგზავნა იყო ნაწილი, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს. მისივე შეფასებით, უკრაინის მხრიდან  მსგავსი შემოტევები დღემდე არ წყდება.

„ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ომი. ეს არის მცდელობა, რომელიც არ ჩერდება, რომ რამენაირად გადმოსულიყო ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათ მიერ არ წყდება“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები