„ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხალხი ყოველდღე ხედავს, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რეალურად რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა.

„ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი ეს უაზრო განცხადებები. ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ, საქმე და ვემსახუროთ ქვეყანას, ჩვენს ხალხს. რაც ჩვენს ხალხს სჭირდება, მხოლოდ ის უნდა ვაკეთოთ. ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ არის, რას გეგმავენ. ჩემთვის მთავარია, რომ ყველა გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოუგვარებელი, ეს ყველა საკითხი მოვაგვაროთ და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე არის დღეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები