„ჭამაც, ლაპარაკიც და ყველაფერი უჭირს“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი  მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს 27 ქვეყნის მიმართვა და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშილი.

როგორც გიული ალასანია აცხადებს, მისი შვილი სამკურნალოდ პოლონეთში უნდა გაუშვან.

„ყოველდღე სუსტდება და ადგომა ძალიან უჭირს. ჭამაც, ლაპარაკიც და უკვე ყველაფერი უჭირს. 27 ქვეყნის ხელისუფლებები შუამდგომლობით მიმართავენ ჩვენ ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი და მას შესაძლებლობა მიეცეს მკურნალობა გაიაროს პოლონეთში“, – განაცხადა გიული ალასანიამ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.

მსგავსი თემები