„ნაციონალები“ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ წუთებში შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ.

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა და ყველას მიმართა, წყენა დაივიწყონ.

„მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უდრის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რატომ გვინდა ევროკავშირი? ევროკავშირი ნიშნავს ჩვენი პენსიონერების ღირსეულ სიბერეს; ევროკავშირი ნიშნავს ჩვენი სტუდენტების უკეთეს განათლებას; ევროკავშირის ნიშნავს ჩვენი ხალხის ნორმალურ დასაქმებას და ნორმალურ ხელფასს. დღეს გროშებზე ამუშავებენ ქართველ ხალხს. 300-400 ლარად ახალგაზრდებს ღამეების თენება უწევთ. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავებს ოპოზიციონერებს ეძახიან, დაასრულეთ ერთმანეთთან დაპირისპირება და ლაქლაქი ტელევიზიაში. ენერგია დახარჯეთ ხალხთან ურთიერთობაში. ენერგიას ნუ ხარჯავთ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ეს არის შესაძლებლობა რუსი ოლიგარქისთვის, მისი კრიმინალური ხელისუფლებისთვის. ის გვაშორებს ევროპას და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

მსგავსი თემები