ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს 2 წელში შეუერთდება

უკრაინის პრეზიდენტი იმ ლიდერებს აკრიტიკებს, რომლებიც უკრაინას ევროპულ ოჯახში კიდევ მრავალი წელი ვერ ხედავენ. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინას 10 წელი სჭირდება თუმცა, ეს 2 წელიწადში მოხდება.

„ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირში ორ წელიწადში გავწევრიანდეთ. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ არ გვჭირდება ათეული წლები. გადაწყვეტილებებს ნელა იღებენ, ეს არის ბიუროკრატია… მჯერა, რომ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები