ჯანმო-ს ხელმძღვანელმა სირიაში 300 000-მდე ღირებულების სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანო მიწისძვრით დაზარალებულ სირიაში ჩავიდა. ალეპოში ის დუბაის ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ჰუმანიტარული რეისით გაემგზავრა. სტიქიის ზონაში კი 300 000-მდე დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარება ჩაიტანა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიაში ჰუმანიტარულ ტვირთს კიდევ გაგზავნიან და ის დაახლოებით 300 000 ადამიანის სამყოფი იქნება.

მსგავსი თემები