რუსეთი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამმხრივ დიალოგს სთავაზობს

კავკასიაში წინააღმდეგობების მოსაგვარებლად რუსეთი აქტიურდება, კერძოდ, კრემლი ინიციატივით გამოდის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დიალოგის სამმხრივი ფორმატი შედგეს.

„რუსეთს შეუძლია, მიესალმოს სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობების მოგვარებას, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას“ – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების  წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

მისივე შეფასებით, ეს არ იქნება მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.

„თუ ამ ინიციატივის მიღმა ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტურები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ სამმხრივი შეთანხმებების შესრულება სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის, მაშინ ეს სრულიად განსხვავებული ამბავია“, – განმარტავს ზახაროვა.

 

მსგავსი თემები