სააკაშვილის პალატიდან მორიგი ვიდეომასალა გავრცელდა

ტელეკომპანია “სიენენ-მა” მიხეილ სააკაშვილის პალატაში გადაღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდის პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ოთახიდან, მიდის საწოლის მიმართულებით და საწოლზე ეცემა. ეს არის პალატაში დამონტაჟებული  სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები.

რაც შეეხება ვიდეო მასალის მეორე ეპიზოდს, ჩანს, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვარდება, პალატაში ჯერ სამედიცინო პერსონალი შედის, რომელიც ცდილობს მის დაჭერას, შემდეგ კი სავარაუდოდ დაცვას ეძახიან დასახმარებლად, რომლებიც პალატაში შერბიან.

მსგავსი თემები