,,არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის”- ეკა კვალიაშვილი კალაძეს მიმართავს

მომღერალი ეკა კვალიაშვილი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს. მომღერლის განცხადებით, არ ჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა მისთვის. “მივმართავ თბილისის მერს, კახი კალაძეს. არ მჯერა, რომ არ იცი ჩემი უსახლკარობის შესახებ, არ მჯერა, რომ არც ერთი პოსტი, სადაც მონიშნული ყავხარ უამრავ ადამიანს არ გინახავს, არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის, უამრავს აშენებთ, არ მჯერა, რომ ჩემმა ქვეყანამ, ამ უყურადღებობის გამო ისე მომაბეზრა თავი, სხვაგან გავრბივარ!!! ძალიან შევწუხდი, ძალიან დავიღალე, ადამიანი, რომელსაც ,სიმღერის, სითბოს, სიყვარულის, სინათლის,სიკეთის მეტი არაფერი მინდა მივანიჭო ჩემს ქვეყანას, ანუ, მე დამიკიდეთ, ანუ, ვერ გავხდი ღირსი,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო  პროცესი დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბრამდე  გადაიდო. თავად მიხეილ სააკაშვილს სხდომას არ დასწრებია. კლინიკა ”ვივამედმა” მისი ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა. ადვოკატებმა მიხეილ  სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა მოითხოვეს. პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ჩართვას სპეციალური დაწესებულებიდან თავად უზრუნველყოფდნენ, საავადმყოფოში კი კლინიკამ უნდა უზრუნველყოს.

მეტი...

,,მალავენ ფიზიკურად ამ ადამიანს”- გიორგი ვაშაძე სააკაშვილზე

,,ის ფაქტი, რომ მე არ შემიშვეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, მიუთითებს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მალავენ ფიზიკურად ამ ადამიანს,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, მათი ქმედებები პირდაპირ პროპორციული იქნება “ქართული ოცნების” და მათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების. „რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს უნდა გავარკვიოთ რამდენი ხანი გაიწელება ეს პროცესი გადაყვანასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ქმედებები პირდაპირ პროპორციული იქნება “ქართული ოცნების” და მათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და ამ პროცესის გაწელვის, ასევე, ეს დამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილის და ოჯახის პოზიციაზე. როგორც ვიცი, დღეს მიხეილ სააკაშვილს ისევ არ აძლევენ…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი. პენიტენციურმა დაწესებულებამ საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი, დღევანდელ პროცესზე გამოჩნდეს, ხალხმა დაინახოს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, როგორც ყოველთვის, ბოლო ხანებში, – განაცხადა გიული ალასანიამ. გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს. „მგონი, ლეპტოპით არის შესაძლებელი. მგონი, გაშვებაზე ლაპარაკიც არ არის. არ ვიცი, რამდენად აქვს დღევანდელი სასამართლოს იმედი, მაგრამ ხალხმა რომ დაინახოს, გამოჩნდეს, ამის სურვილი აქვს. სასამართლოსთან ჩავიარე, გავსებულია პოლიციით იქაურობა. არ ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი თუ დარჩა იქ. ვარაუდობენ, რომ ბევრი ხალხი მოვა. როგორც ჩანს, ამ ხალხის წინააღმდეგ არის ეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.  

მეტი...

,,ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა” – პატრიარქის სამძიმარი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვას.  წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს. ,,გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, – ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო. იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა. ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მეტი...

საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე – კვლევა

საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგების თაანახმად, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე. 4.2 საათს – კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე;  2.6 საათს – დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე;  2.1 საათს – შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე; 1.4 საათს – სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე; 0.9 საათს – საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე; 0.6 საათს – შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე; 0.3…

მეტი...

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში, ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე დახმარების პაკეტი მიმართული იქნება სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. “საქართველომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსათვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში…

მეტი...

,,რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ” – მერიის განცხადება

თბილისის მერია თავისუფლების მოედანზე, იმ ჯებირების აღებასთან დაკავშირებით, რომლებზეც უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოები, სამგლოვიარო ლენტები და ყვავილები იყო დამაგრებული განცხადებას ავრცეელბს. დედაქალაქის მერიის განმარტებით, ნაძვის ხისთვის შავი ლენტის შემოვლება და დაღუპული მებრძოლების ფოტოების განთავსება სადღესასწაულო სივრცეში, მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. ,,გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის…

მეტი...

,,გაშვებაზე მე მგონი ლაპარაკიც არ არის”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 13 საათზეა ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე უცნობია მიეცემა თუ არა ექსპრეზიდენტს შესაძლებლობა დაესწროს დღევანდელ პროცესს. მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას, განცხადებით, სავარაუდოდ მის შვილს დღეს სასამართლოზე დასწრების უფლებას არ მისცემენ. მისივე თქმით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა ჩვენება სასამართლოს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მისცეს. “გაშვებაზე მე მგონი ლაპარაკიც არ არის, მე მგონი შესაძლებელი იქნება დისტანციურად ჩაერთოს” – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,ვინც არ უნდა გახდეს მომავალი სახალხო დამცველი, უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და გაბედული”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე. მისივე თქმით,  ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და გაბედული. „როგორც ვნახეთ, ნინო ლომჯარიამ და მისმა პროფესიონალთა გუნდმა სახალხო დამცველის ოფისიდან, გამორჩეული სამუშაო შეასრულა. ამიტომ სახალხო დამცველის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენ დამოუკიდებელ სააგენტოებს შორის, რომელსაც თქვენი კონსტიტუციით აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უნდა შესრულდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ვინც არ უნდა…

მეტი...

,,ვფიქრობ, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქართველი ხალხი როდესაც გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი. მისი თქმით, უკრაინა იბრძვის ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისი ხალხის იდენტობისთვის და ეს არის ის, რაც ქართველებმა ძალიან კარგად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. „ჩემი აზრით, ცხადია, ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი და ეს არის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, იბრძვის ქვეყნად არსებობისთვის, ხალხის იდენტობისთვის. ეს არის ის ყველაფერი, რაც ქართველებმა ძალიან კარგად და ღრმად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა თქვენი იდენტობისა და ტერიტორიის,…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ოკუპირებულ გალში მცხოვრები სამხედრო მოკლეს

”ტელეგრამში” ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, ომში რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში მებრძოლი გალის მკვიდრი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ბესიკ ტაბაღუას ცხედარი ოკუპირებულ გალში უკვე გადაასვენეს და მას 10 დეკემბერს დაკრძალავენ. არსებული ინფორმაციით, ტაბაღუა რუსეთში სწავლობდა ერთ-ერთ სამხედრო სასწავლებელში, რის შემდეგაც სამხედრო ოფიცრად მსახურობდა.

მეტი...

„აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს. მისი თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნვლეყოს, დაცული იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება. „აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს. ჩვენ რეალურად ვაქებთ ომბუდსმენის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ეს ნამდვილად იყო სამაგალითო სამუშაო, როდესაც მონიტორინგს უწევდნენ მის სიტუაციას და უზრუნველყოფდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები დაცულია. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები სააკაშვილს კვირაში ორჯერ სტუმრობდნენ უკანასკნელ კვირაში. საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა დაცულია, რომ მისი სამედიცინო საჭიროებები დაკმაყოფილებულია და მისი…

მეტი...

,,ჩვენთვის ეს საკითხი საერთოდ აღარ არის აქტუალური”- ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე

,,ჩვენთვის ეს საკითხი საერთოდ აღარ არის აქტუალური, ჩვენ შევწყვიტეთ კომენტარების გაკეთება პატიმარ სააკაშვილის შესახებ,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. „დავასრულეთ რაიმე სახის კომენტირება ამ საკითხებზე. ეს არ არის ჩვენი საკითხი. აქ ამ შეკითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როცა ეს არის სამართლებრივად განსახილველი საკითხი. შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება თვითონ გადაწყვეტს, როცა ამის საჭიროება იქნება, რა განცხადება გაავრცელონ და რა არა, ამიტომ ჩვენ დავასრულეთ ამ საკითხზე კომენტარი”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მეტი...

მცხეთის მუნიციპალიტეტში ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს იაპონიის მთავრობის დახმარება გადასცეს

პროექტის „მდგრადი და კლიმატგონივრული ტყის მართვა საქართველოში“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა გადასცეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ენერგოეფექტური ღუმელები მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ 60 ოჯახს უკვე გადაეცა. „იაპონიის მთავრობა მცხეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს და მოხარულები ვართ, რომ დღეს ვართ ამ ოჯახთან. დღეს 5 ოჯახს გადავეცით ენერგოეფექტური ღუმელები, რომელიც ხელს შეუწყობს ნაკლები შეშის მოხმარებას, სათბური…

მეტი...

აშშ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ – მედია

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ აპირებს ახალი სანქციები დააწესოს რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ. გამოცემა ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ახალი სანქციები მიზნად ისახავს ქმედებებს, რომლებიც მოიცავს რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული თვითმფრინავების განლაგებას, ორივე ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევასა და პეკინის მხარდაჭერას წყნარ ოკეანეში სავარაუდო უკანონო თევზაობის მიმართ.  

მეტი...

დალუქულია1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი – ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის…

მეტი...

შეფერხება მეტროში – საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ,,თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდება. თბილისის მეტროს პირველი ხაზი (“ახმეტელის თეატრი” – “ვარკეთილი”) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

პასუხისგებაში მიეცა კომპანიის დირექტორი, რომელმაც ბიუჯეტში 1 199 261 ლარის გადახდას თავი აარიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს კომპანიის დირექტორი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, 2016-2019 წლებში სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 1 199 261 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო…

მეტი...

,,კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ  უცხოელი მეგობრები და მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები. “კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება. კორუფცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის. ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენ დიდი ძალისხმევა მივმართეთ მის წინააღმდეგ –  ჩავატარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა, უზრუნველვყავით მთავრობის ღიაობა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობა. შედეგები შთამბეჭდავია – ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევები თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში…

მეტი...

აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.  არსებული ინფორმაციით, ახალი პაკეტი მოიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და მაღალი სიზუსტის სისტემებს. აღნიშნული პაკეტი ასევე მოიცავს „ჰაუბიცის“ 80 ათასი ჭურვს, „ჰაიმარსის“ სისტემებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, სამხედრო ავტომობილებს, გენერატორებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას. ოფიციალურად, ახალი პაკეტის შესახებ განცხადებას ვაშინგტონში დღეს გააკეთებენ.

მეტი...

მოსკოვში სავაჭრო ცენტრი იწვის

რუსეთში, მოსკოვში სავაჭრო ცენტრ “მეგა ხიმკი”-ში ხანძარია. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი დილის 6 საათზე გაჩნდა და  მისი ფართობი 7 000 კვადრატული მეტრია. ცეცხლი თავდაპირველად სავაჭრო ცენტრში მდებარე სამშენებლო პროდუქციის ჰიპერმარკეტ OBI-ში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ცეხლის ჩაქრობას ართულებს შენობის საპროექტო მახასიათბლები და სახურავის ჩანგრევა.

მეტი...

„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის”- დმიტრო კულება

„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის. ისტორიის ბორბალი თუ ტრიალს იწყებს, მას ვერავინ შეაჩერებს,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს არ შეუძლია, იყოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი. „მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის. ისტორიის ბორბალი თუ ტრიალს იწყებს, მას ვერავინ შეაჩერებს. იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ დავეხმაროთ რუსეთს სიცოცხლის შენარჩუნებაში, დროა, მივიღოთ ის ფაქტი, რომ რუსეთს არ შეუძლია, იყოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი. მე არ მგონია, რომ მსოფლიო დაიშლება ნაწილებად, თუ რუსეთი დაიშლება, მაგრამ რუსეთს დაშლიან საკუთარი მოქალაქეები, როგორც ეს მოუვიდა რუსეთის იმპერიას“, – განაცხადა…

მეტი...

,,მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ”- გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაიღუპება, თუ მას დროულად არ მისცემენ საზღვარგარეთ მკურნალობის უფლებას. ,,ძვირფასო საზოგადოების წევრებო, მოგმართავთ ყველას! გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე! მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ. მე, იმედს ვიტოვებ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და აგვარიდებს პრეზიდენტის სამარცხვინოდ სიკვდილს!”, – წერს გიორგი სააკაშვილი.

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, 2023 წელს ლუგანსკის ოლქს მთლიანად გავათავისუფლებთ”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 2023 წელს ლუგანსკის ოლქს მთლიანად გაათავისუფლებენ. მისივე პროგნოზით, უკრაინელი სამხედროები ზამთრის ბოლომდე შეძლებენ 2014 წელს დადგენილ გამყოფ ხაზთან მისვლას. გაიდაის თქმით, რუსეთს ლუგანსკის ოლქში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჰყავს მობილიზებული, რის გამოც უკრაინელებისთვის წინსვლა რთული იქნება.

მეტი...

,,პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის საზღვრების, უკრაინის იდენტობისა და ხალხის წაშლა”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. მისი თქმით, თავდასხმების შედეგად რუსებმა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მესამედზე მეტი გაანადგურეს. “პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი. რუსეთმა გაანადგურა ელექტროგადამცემი ქსელის მესამედზე მეტი და უკრაინის ყველაზე დაუცველი მოსახლეობა სიცივესა და სინბელეში დატოვა. ოჯახები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – ყველა სამიზნეს წარმოადგენს, “- განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, პუტინმა ”ვერ შეძლო უკრაინის საზღვრების, უკრაინის იდენტობისა და ხალხის წაშლა”.

მეტი...

რესთმა ხარკოვი დაბომბდა – არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსული რაკეტების ნაწილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, მაგრამ ერთ-ერთი რაკეტა კერძო სახლს დაეცა. „ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა კერძო სახლს დაარტყეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, არის დაშავებული“, – წერს სინეგუბოვი „ტელეგრამზე“.    

მეტი...

აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაცვას მოემსახურება. კანონს მხარი კონგრესის ქვედა პალატაში 258 კონგრესმენმა დაუჭირა, 169 კი წინააღმდეგი წავიდა. „როიტერის“ ცნობით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალური სტატუსის დასაცავად კანონის მიღება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო, სადაც უმრავლესობაში კონსერვატორი მოსამართლეები არიან, მზადაა, გადახედოს 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ერთნაისქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი უკვე დამტკიცებული აქვს სენატს. ამიტომაც მის ამოქმედებას ახლა მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.

მეტი...