რუსეთში, მოსკოვში სავაჭრო ცენტრ “მეგა ხიმკი”-ში ხანძარია. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი დილის 6 საათზე გაჩნდა და მისი ფართობი 7 000 კვადრატული მეტრია.
ცეცხლი თავდაპირველად სავაჭრო ცენტრში მდებარე სამშენებლო პროდუქციის ჰიპერმარკეტ OBI-ში გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.