თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესს არ ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი. პენიტენციურმა დაწესებულებამ საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები.

მსგავსი თემები