,,მალავენ ფიზიკურად ამ ადამიანს”- გიორგი ვაშაძე სააკაშვილზე

,,ის ფაქტი, რომ მე არ შემიშვეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, მიუთითებს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მალავენ ფიზიკურად ამ ადამიანს,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მათი ქმედებები პირდაპირ პროპორციული იქნება “ქართული ოცნების” და მათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების.

„რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს უნდა გავარკვიოთ რამდენი ხანი გაიწელება ეს პროცესი გადაყვანასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ქმედებები პირდაპირ პროპორციული იქნება “ქართული ოცნების” და მათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და ამ პროცესის გაწელვის, ასევე, ეს დამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილის და ოჯახის პოზიციაზე. როგორც ვიცი, დღეს მიხეილ სააკაშვილს ისევ არ აძლევენ სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას – მიუხედავად იმისა, რომ მას ამის სურვილი ჰქონდა. მოხდება თუ არა მისი დისტანციურად ჩართვა, ამას ერთად ვნახავთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები