,,გაშვებაზე მე მგონი ლაპარაკიც არ არის”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 13 საათზეა ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე უცნობია მიეცემა თუ არა ექსპრეზიდენტს შესაძლებლობა დაესწროს დღევანდელ პროცესს.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას, განცხადებით, სავარაუდოდ მის შვილს დღეს სასამართლოზე დასწრების უფლებას არ მისცემენ. მისივე თქმით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა ჩვენება სასამართლოს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მისცეს.

“გაშვებაზე მე მგონი ლაპარაკიც არ არის, მე მგონი შესაძლებელი იქნება დისტანციურად ჩაერთოს” – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები