,,ჩვენთვის ეს საკითხი საერთოდ აღარ არის აქტუალური”- ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე

,,ჩვენთვის ეს საკითხი საერთოდ აღარ არის აქტუალური, ჩვენ შევწყვიტეთ კომენტარების გაკეთება პატიმარ სააკაშვილის შესახებ,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„დავასრულეთ რაიმე სახის კომენტირება ამ საკითხებზე. ეს არ არის ჩვენი საკითხი. აქ ამ შეკითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როცა ეს არის სამართლებრივად განსახილველი საკითხი. შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება თვითონ გადაწყვეტს, როცა ამის საჭიროება იქნება, რა განცხადება გაავრცელონ და რა არა, ამიტომ ჩვენ დავასრულეთ ამ საკითხზე კომენტარი”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები