გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ოკუპირებულ გალში მცხოვრები სამხედრო მოკლეს

”ტელეგრამში” ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, ომში რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში მებრძოლი გალის მკვიდრი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ბესიკ ტაბაღუას ცხედარი ოკუპირებულ გალში უკვე გადაასვენეს და მას 10 დეკემბერს დაკრძალავენ.

არსებული ინფორმაციით, ტაბაღუა რუსეთში სწავლობდა ერთ-ერთ სამხედრო სასწავლებელში, რის შემდეგაც სამხედრო ოფიცრად მსახურობდა.

მსგავსი თემები