მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო  პროცესი დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბრამდე  გადაიდო.

თავად მიხეილ სააკაშვილს სხდომას არ დასწრებია. კლინიკა ”ვივამედმა” მისი ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.

ადვოკატებმა მიხეილ  სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა მოითხოვეს. პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ჩართვას სპეციალური დაწესებულებიდან თავად უზრუნველყოფდნენ, საავადმყოფოში კი კლინიკამ უნდა უზრუნველყოს.

მსგავსი თემები