,,პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის საზღვრების, უკრაინის იდენტობისა და ხალხის წაშლა”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. მისი თქმით, თავდასხმების შედეგად რუსებმა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მესამედზე მეტი გაანადგურეს.

“პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი. რუსეთმა გაანადგურა ელექტროგადამცემი ქსელის მესამედზე მეტი და უკრაინის ყველაზე დაუცველი მოსახლეობა სიცივესა და სინბელეში დატოვა. ოჯახები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – ყველა სამიზნეს წარმოადგენს, “- განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, პუტინმა ”ვერ შეძლო უკრაინის საზღვრების, უკრაინის იდენტობისა და ხალხის წაშლა”.

მსგავსი თემები