,,მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი, დღევანდელ პროცესზე გამოჩნდეს, ხალხმა დაინახოს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, როგორც ყოველთვის, ბოლო ხანებში, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს.

„მგონი, ლეპტოპით არის შესაძლებელი. მგონი, გაშვებაზე ლაპარაკიც არ არის. არ ვიცი, რამდენად აქვს დღევანდელი სასამართლოს იმედი, მაგრამ ხალხმა რომ დაინახოს, გამოჩნდეს, ამის სურვილი აქვს. სასამართლოსთან ჩავიარე, გავსებულია პოლიციით იქაურობა. არ ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი თუ დარჩა იქ. ვარაუდობენ, რომ ბევრი ხალხი მოვა. როგორც ჩანს, ამ ხალხის წინააღმდეგ არის ეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები