,,დარწმუნებული ვარ, 2023 წელს ლუგანსკის ოლქს მთლიანად გავათავისუფლებთ”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 2023 წელს ლუგანსკის ოლქს მთლიანად გაათავისუფლებენ.

მისივე პროგნოზით, უკრაინელი სამხედროები ზამთრის ბოლომდე შეძლებენ 2014 წელს დადგენილ გამყოფ ხაზთან მისვლას.

გაიდაის თქმით, რუსეთს ლუგანსკის ოლქში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჰყავს მობილიზებული, რის გამოც უკრაინელებისთვის წინსვლა რთული იქნება.

მსგავსი თემები