აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაცვას მოემსახურება. კანონს მხარი კონგრესის ქვედა პალატაში 258 კონგრესმენმა დაუჭირა, 169 კი წინააღმდეგი წავიდა.

„როიტერის“ ცნობით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალური სტატუსის დასაცავად კანონის მიღება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო, სადაც უმრავლესობაში კონსერვატორი მოსამართლეები არიან, მზადაა, გადახედოს 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ერთნაისქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონი უკვე დამტკიცებული აქვს სენატს. ამიტომაც მის ამოქმედებას ახლა მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.

მსგავსი თემები