,,მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ”- გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაიღუპება, თუ მას დროულად არ მისცემენ საზღვარგარეთ მკურნალობის უფლებას.

,,ძვირფასო საზოგადოების წევრებო, მოგმართავთ ყველას! გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე! მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ. მე, იმედს ვიტოვებ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და აგვარიდებს პრეზიდენტის სამარცხვინოდ სიკვდილს!”, – წერს გიორგი სააკაშვილი.

მსგავსი თემები