„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის”- დმიტრო კულება

„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის. ისტორიის ბორბალი თუ ტრიალს იწყებს, მას ვერავინ შეაჩერებს,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს არ შეუძლია, იყოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი.

„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის. ისტორიის ბორბალი თუ ტრიალს იწყებს, მას ვერავინ შეაჩერებს. იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ დავეხმაროთ რუსეთს სიცოცხლის შენარჩუნებაში, დროა, მივიღოთ ის ფაქტი, რომ რუსეთს არ შეუძლია, იყოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი. მე არ მგონია, რომ მსოფლიო დაიშლება ნაწილებად, თუ რუსეთი დაიშლება, მაგრამ რუსეთს დაშლიან საკუთარი მოქალაქეები, როგორც ეს მოუვიდა რუსეთის იმპერიას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები