,,ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა” – პატრიარქის სამძიმარი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვას.  წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

,,გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, – ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო.

იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა.

ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსგავსი თემები