,,ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, „დავგუგლე“ და საერთოდ ვერაფერი გავიგე ვინ იყო”- პაატა მანჯგალაძე

,,ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, „დავგუგლე“ და საერთოდ ვერაფერი გავიგე ვინ იყო იქამდე, ვიდრე პარლამენტის წევრი გახდებოდა,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძე „სტრატეგია აღმაშენებელზე” უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებას აფასებს. „ჩვენ გავხდით სამიზნე არამხოლოდ იმის გამო, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესს გამოვუცხადეთ უნდობლობა, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ვამხილეთ ის შეთქმულება, რომელშიც ჩართულია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები. „ქოცურად“ პატრიოტიზმი არის დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, იმ ოპოზიციაზე, რომელიც ნატო-ში და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციას უჭერს მხარს. ვაშაძეზე გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, „დავგუგლე“ და საერთოდ ვერაფერი გავიგე…

მეტი...

 ,,ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი ომის პარტიის აგენტია”- ირაკლი კობახიძე

,,ყველა, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და რომ ის უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ანა ფოტიგას განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და უნდა დასანქცირდეს. „როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, არამედ სიბინძურე. ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და ლოგიკა, ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი. ყველა, ვინც ამას…

მეტი...

,,პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ”- პოდოლიაკი

,,პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ, მოსახლეობის ამ ნაწილს სხვა ფუნქცია ვერ მოუფიქრეს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა იძირება. ,,რუსული პროპაგანდა იძირება. ჯიბის ჟურნალისტები, მათ შორის სოლოვიოვი ვერ აცნობიერებენ რომ პოტენციურად სამუდამო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ. როდესაც რუსეთი დამარცხდება – ეს ადამიანები ტრიბუნალის წინაშე წარდგებიან. ისინი კრემლის პოზიციას ახმოვანებენ და ადამიანებს მოუწოდებენ უკრაინაში წავიდნენ და დაიღუპონ. რუსეთის ფედერაციას ის სამხედროები რომლებიც უკრაინაში იბრძვიან არაფერში სჭირდება. ზუსტად მსგავსი დამოკიდებულება აქვს თავის მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან – დაახლოებით 120…

მეტი...

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკუთარ სახლსა და ავტომობილში სათვალთვალო კამერები იპოვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკუთარ სახლში და ავტომობილში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. მისი თქმით, აპარატურა გუშინ საღამოს საათებში, შემთხვევით, სავარძელში იპოვეს, შემდეგ კი სათვალთვალო კამერა ავტომობილშიც ნახეს. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, საჯარო განცხადების საფუძველზე, რეაგირება მოახდინოს.  

მეტი...

ჯანმომ “მაიმუნის ყვავილს” სახელი გადაარქვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, ”მაიმუნის ყვავილის” ნაცვლად, ტერმინ “მპოქსის“ გამოყენებას გაიწყებს. თუმცა სახელწოდება “მაიმუნის ყვავილს” , მომავალი წლის განმავლობაში, ისევ გამოიყენებენ. ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეშფოთებები გაჩნდა იმის შესახებ,  რომ შესაძლოა, აღნიშნული სახელი დამამცირებელი, ან რასისტული ყოფილიყო. ამასთან, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების შიშით, მაიმუნები განადგურდნენ.

მეტი...

მორალური ზიანის სახით 15 000 ლარის გადახდა  და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა – სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ტელეკომპანია „პირველს“ და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამასთან, ტელეკომპანიას  თბილისის მერის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა.  დაცვის მხარის განმარტებით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. დედაქალაქის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა.  

მეტი...

მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გამრავლების საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მსჯელობის პროცესში ჩართული იქნება ყველა ის ადამიანი თუ არასამთავრობო…

მეტი...

,,მეტი რა უნდა ვქნათ? სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ”- ბექა დავითულიანი სააკაშვილზე

  ,,მეტი რა უნდა ვქნათ? სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში, ექს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ექსპერტები უნდა შეუშვას. ,,თუ სააკაშვილი ექსპერტიზაზე ამბობს უარს, რეალურად, მისი ჯანმრთელობა როგორ მდგომარეობაშია, ამას ვერ გავარკვევთ. ამიტომ პირველი, რაც უნდა ქნას, უნდა შეუშვას ექსპერტები იმისთვის, რომ შეამოწმონ, როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ციხის საავადმყოფოშიც კი არ მკურნალობს. მეტი რა უნდა ვქნათ? სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.  

მეტი...

პირველ დეკემბრიდან კვირის ბოლომდე, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, უახლოეს დღეებში, ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება, რის გამოც, პირველი დეკემბრის 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გუშინ დაკეტილი იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორია, დღეს საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. „მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. საკომუნიკაციო ჭის თავები უკვე წამოწეული და გასწორებულია. მიმდინარე კვირაში კი ასფალტის საფარის ბოლო ფენას დავაგებთ. აღნიშნული საგზაო სამუშაოების გამო, ამაღამ, 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო…

მეტი...

,,როცა გიორგი ვაშაძეზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე”- ალუდა ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური “სტრატეგია აღმაშენებლის” გადაწყვეტილებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ პარტია მონაწილეობას არ მიიღებს უმრავლესობასთან სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში. მისი თქმით, გიორგი ვაშაძე, “სტრატეგია აღმაშენებელი” ძალიან მდარე ხარისხის შოუს სთავაზობს საზოგადოებას. “სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერს ვაკეთებთ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ძალა, რომ კონსენსუსი შედგეს და საკითხი იყოს გადაწყვეტილი. არ მგონია ახლა სწორი იყოს კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება, როცა კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ოპოზიციასაც აქვს იმის დრო, რომ გაიაზროს და შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგას, მგონია, რომ დიდი ალბათობით კონსენსუსი შეიძლება შედგეს. რაც შეეხება ვაშაძეს და” სტრატეგია…

მეტი...

,,მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც 2022-მა წელმა გვაჩუქა”- კახა კალაძე

„მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა თბილისელი ისურვებდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და საახალწლო სლოგანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ. „ყოველ წელს გვაქვს საახალწლო სლოგანი, რაც 2018 წლიდან იცვლებოდა. იყო „სიცოცხლით სავსე თბილისი“, „სიყვარულით სავსე თბილისი“, „ისტორიით სავსე თბილისი“, „სოლიდარობით სავსე თბილისი“ და „მეტი სიყვარული – გვიყვარდეს ერთმანეთი“. წელს ჩვენი საახალწლო სლოგანია – „მშვიდობის ქალაქი“. იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში…

მეტი...

,,კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება რომ დაებრუნებინა, თბილისი იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი” – კახა კალაძე

გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი და მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა მიისწრაფვის. „გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი დღეს ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი გამეორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ხალხს, ქვეყანას ყველაზე…

მეტი...

გორში, მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გორში მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში მარტო ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც. „საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. ამასაც ვაკვირდებით. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ათ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10 პროცენტით გაიზარდა – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.

მეტი...

დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან – პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე და მათი ბუღალტერი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლებში, ბრალდებულები, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან,  ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში, რის შემდეგაც, მომზადებულ იქნა ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, შეცდომაში იქნა შეყვანილი სსიპ სოციალურ მომსახურეობის სააგენტო და სახელმწიფო…

მეტი...

,,რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს მეზობლებს, რა უსაფრთხოების ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ”- ურმას რეინსალუ

,,მთავარი გზავნილი პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, არის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, თუ რა უსაფრთხოების ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ,” – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის კონტინენტზე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას არ ჰყავს ესტონეთზე ძლიერი მხარდამჭერი. „გზავნილი უნდა იყოს მტკიცე, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის წინაპირობა არის უკრაინის გამარჯვება ისე, როგორც ამას უკრაინა განსაზღვრავს, უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება, აგრესორი სახელმწიფოს მიერ ზიანისა და ზარალის სრული ანაზღაურება და პასუხისგება საერთაშორისო ტრიბუნალის…

მეტი...

დაპირისპირება აღმაშენებლის გამზირზე – იყო სროლის ხმაც

წუხელ აღმაშენებლის გამზირზე ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით,  სავარაუდოდ, ახალგაზრდების ჯგუფსა და უცხოელ ტურისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იყო სროლის ხმაც. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,საქართველოზეა დამოკიდებული, რა მასშტაბის თანამშრომლობა სურს ნატო-სთან”- ედგარს რინკევიჩსი

,,საქართველოზეა დამოკიდებული, რა მასშტაბის თანამშრომლობა სურს ნატო-სთან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში,” – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ბუქარესტში განაცხადა. მისივე თქმით, მზად არიან, დაეხმარონ სტაბილურობის გაძლიერებასა და  რეფორმების განხორციელებაში. „გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე. ყველას გაახსენდა, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცათ ნატო-ს წევრობის დაპირება. ახლა კითხვა არის, რა სახის პოლიტიკურ გეგმას ვსახავთ ამ დაპირების განსახორციელებლად, რომელიც გაიცა აქ, ბუქარესტში, 14 წლის წინ. მთავარი გზავნილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის იქნება, რომ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ სტაბილურობის გაძლიერებაში, რეფორმების…

მეტი...

მკვლელობა ანგარების მოტივით – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის  ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში, ანგარების მოტივით ბრალდებულმა ნათესავი ქალი, მისსავე ბინაში დანით კისრის არეში დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაეუფლა გარდაცვლილის კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას…

მეტი...

გერმანია უკრაინას 350 გენერატორს გადასცემს

გერმანია უკრაინას 350 გენერატორს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი. „დღემდე გერმანიის მთავრობამ უკრაინას მოკლევადიანი ფინანსური დახმარება გაუწია, დაახლოებით 56 მილიონი ევროს ოდენობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების მიზნით და უზრუნველყოფს 350-ზე მეტი გენერატორის მიწოდებას“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა. მისი თქმით, ზელენსკი და შოლცი შეთანხმდნენ გააგრძელონ აზრთა მჭიდრო და კონსტრუქციული გაცვლა და დარჩნენ მჭიდრო კონტაქტში.      

მეტი...

რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს – დაზიანდა გაზსადენი და სახლები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქზე  მძიმე არტილერიით იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში განახორციელეს. საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქის დასახლებაზე მიიტანეს.    

მეტი...

ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებენ შვილები რუსულ სკოლებში გაგზავნონ – “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი”

უკრაინის “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის” ინფორმაციით, რუსები ცდილობენ სამხრეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლები აიძულონ, შვილები რუსულ სკოლებში ატარონ. მათივე განცხადებით, რუსები  ერთჯერადად 10 000 რუბლს პირდება იმ ოჯახებს, რომლებიც  ოკუპანტების სკოლებში სწავლას დათანხმდებიან. ,,სამხრეთში რუსები ამოწმებენ ბავშვებს, არიან თუ არა ისინი გარეთ სკოლის საათებში. რუსეთის ფედერაციიდან ჩამოყვანილი ექიმები სამედიცინო გამოკვლევების დროს ამოწმებენ, სწავლობს თუ არა ბავშვი რუსულ სკოლაში”, -აცხადებენ ცენტრში. მათივე ცნობით, ბავშვებსა და მშობლებს ამოწმებენ აქვთ თუ არა ტელეფონებში უკრაინული ონლაინ სკოლის აპლიკაციები.  

მეტი...

„ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება”- ოლენა ზელენსკა

„ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება – ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა. გთხოვთ, გახდეთ სამართლიანობის მსოფლიო ლიდერი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც!”- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის პირველმა ლედიმ, დიდ ბრიტანეთს მოუწოდა, უხელმძღვანელოს გლობალურ ძალისხმევას, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზნით. ,,გათავისუფლებულ ქალაქებსა და თემებში, რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ, გვხვდება ოკუპანტების მიერ მოწყობილი წამების კამერები. დადასტურებულია მათ მიერ ჩადენილი ათასობით დანაშაული, მათ შორის სექსუალური ძალადობის დანაშაული,”- აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.  

მეტი...

,,ზამთრის სეზონი ძალიან რთული იქნება”- დენის შმიგალი

„რუსეთი კვლავ დაბომბავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას; მათი მიზანია უკრაინის გაყინვა და უკრაინელი ხალხის მორიგი გენოციდის ჩადენა”, –  ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით,ზამთრის სეზონი ძალიან რთული იქნება. მისი თქმით, საჭიროა ძლიერ საჰაერო თავდაცვა და დაზიანებული ელექტროტექნიკის სწრაფი შეკეთება „საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, პირველ რიგში, თანამედროვე დასავლური სისტემების მიწოდების წყალობით“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა. როგორც დენის შმიგალი განმარტავს, პრიორიტეტი იყო დამატებითი ელექტროტექნიკის მოპოვებაც. ,,მხოლოდ ლიეტუვამ 114 ტრანსფორმატორი მოგვცა. სხვა ქვეყნები გამოყოფენ თანხებს და აღჭურვილობას, რათა უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარონ. მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს არა…

მეტი...

,,თუ ნატო კიევის ფანატიკოსებს Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი სამიზნე”- მედვედევი

,,თუ ნატო უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი სამიზნე,” – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. ,,როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, თუ ნატო კიევის ფანატიკოსებს NATO-ს პერსონალთან ერთად პატრიოტის კომპლექსებით მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე. იმედი მაქვს, რომ ამას გაიგებენ“, – წერს მედვედევი. ცნობისთვის, აშშ განიხილავს უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას.

მეტი...

,,რუსეთმა აგრესიაზე პასუხი რომ აგოს, სპეციალური ტრიბუნალია საჭირო”- ზელენსკი

,,იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესიაზე პასუხი აგოს, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი და უკრაინა ყველაფერს აკეთებს მის შესაქმნელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიით დაზარალებული ყველა უკრაინელის სახელით, უკრაინის პირველმა ლედიმ, დიდ ბრიტანეთს მოუწოდა, უხელმძღვანელოს გლობალურ ძალისხმევას, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზნით. „ბრიტანელებს აქვთ გამოცდილება, ეს მათთან ჩვენი საერთო ისტორიული მეხსიერების ნაწილია. 1942 წლის ზამთარში, როცა ჯერ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, როდის დამთავრდებოდა მეორე მსოფლიო ომი, ლონდონში მოკავშირეთა წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი წმინდა ჯეიმსის დეკლარაციას. დოკუმენტი, რომელმაც დაიწყო გზა ნიურნბერგის ტრიბუნალისკენ, ანუ მართლმსაჯულებისკენ ომის შემდეგ. უკვე არსებობს ძლიერი თანამშრომლობა ნიდერლანდებთან,…

მეტი...