მორალური ზიანის სახით 15 000 ლარის გადახდა  და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა – სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ტელეკომპანია „პირველს“ და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ამასთან, ტელეკომპანიას  თბილისის მერის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა.  დაცვის მხარის განმარტებით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

დედაქალაქის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა.

 

მსგავსი თემები