„ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება”- ოლენა ზელენსკა

„ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება – ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა. გთხოვთ, გახდეთ სამართლიანობის მსოფლიო ლიდერი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც!”- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის პირველმა ლედიმ, დიდ ბრიტანეთს მოუწოდა, უხელმძღვანელოს გლობალურ ძალისხმევას, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზნით.

,,გათავისუფლებულ ქალაქებსა და თემებში, რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ, გვხვდება ოკუპანტების მიერ მოწყობილი წამების კამერები. დადასტურებულია მათ მიერ ჩადენილი ათასობით დანაშაული, მათ შორის სექსუალური ძალადობის დანაშაული,”- აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

 

მსგავსი თემები