,,ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, „დავგუგლე“ და საერთოდ ვერაფერი გავიგე ვინ იყო”- პაატა მანჯგალაძე

,,ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, „დავგუგლე“ და საერთოდ ვერაფერი გავიგე ვინ იყო იქამდე, ვიდრე პარლამენტის წევრი გახდებოდა,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „სტრატეგია აღმაშენებელზე” უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებას აფასებს.

„ჩვენ გავხდით სამიზნე არამხოლოდ იმის გამო, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესს გამოვუცხადეთ უნდობლობა, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ვამხილეთ ის შეთქმულება, რომელშიც ჩართულია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები. „ქოცურად“ პატრიოტიზმი არის დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, იმ ოპოზიციაზე, რომელიც ნატო-ში და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციას უჭერს მხარს. ვაშაძეზე გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, „დავგუგლე“ და საერთოდ ვერაფერი გავიგე ვინ იყო იქამდე, ვიდრე პარლამენტის წევრი გახდებოდა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის არის ორი წარმატებული რეფორმის ავტორი საქართველოში და უკრაინაში. როცა ღუდუშაური ვაშაძეს აკრიტიკებს, უნდა ვნახოთ, ვის რა გაუკეთებია და ეს ხდება იმის გამო, რომ ყოველდღიურად ამხელს „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ შეთქმულებას, რაშიც მონაწილეობს „ქართული ოცნება” რუსეთთან ერთად“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

,,როცა გიორგი ვაშაძეზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე”- ალუდა ღუდუშაური – (mcm.ge)

მსგავსი თემები