,,ზამთრის სეზონი ძალიან რთული იქნება”- დენის შმიგალი

„რუსეთი კვლავ დაბომბავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას; მათი მიზანია უკრაინის გაყინვა და უკრაინელი ხალხის მორიგი გენოციდის ჩადენა”, –  ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით,ზამთრის სეზონი ძალიან რთული იქნება.

მისი თქმით, საჭიროა ძლიერ საჰაერო თავდაცვა და დაზიანებული ელექტროტექნიკის სწრაფი შეკეთება

„საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, პირველ რიგში, თანამედროვე დასავლური სისტემების მიწოდების წყალობით“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

როგორც დენის შმიგალი განმარტავს, პრიორიტეტი იყო დამატებითი ელექტროტექნიკის მოპოვებაც.

,,მხოლოდ ლიეტუვამ 114 ტრანსფორმატორი მოგვცა. სხვა ქვეყნები გამოყოფენ თანხებს და აღჭურვილობას, რათა უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარონ. მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს არა მხოლოდ ევროპა, არამედ აშშ, კანადა და იაპონიაც,” – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი თემები