,,საქართველოზეა დამოკიდებული, რა მასშტაბის თანამშრომლობა სურს ნატო-სთან”- ედგარს რინკევიჩსი

,,საქართველოზეა დამოკიდებული, რა მასშტაბის თანამშრომლობა სურს ნატო-სთან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში,” – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ბუქარესტში განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არიან, დაეხმარონ სტაბილურობის გაძლიერებასა და  რეფორმების განხორციელებაში.

„გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე. ყველას გაახსენდა, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცათ ნატო-ს წევრობის დაპირება. ახლა კითხვა არის, რა სახის პოლიტიკურ გეგმას ვსახავთ ამ დაპირების განსახორციელებლად, რომელიც გაიცა აქ, ბუქარესტში, 14 წლის წინ. მთავარი გზავნილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის იქნება, რომ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ სტაბილურობის გაძლიერებაში, რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა რინკევიჩსმა.

მსგავსი თემები