გერმანია უკრაინას 350 გენერატორს გადასცემს

გერმანია უკრაინას 350 გენერატორს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„დღემდე გერმანიის მთავრობამ უკრაინას მოკლევადიანი ფინანსური დახმარება გაუწია, დაახლოებით 56 მილიონი ევროს ოდენობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების მიზნით და უზრუნველყოფს 350-ზე მეტი გენერატორის მიწოდებას“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.

მისი თქმით, ზელენსკი და შოლცი შეთანხმდნენ გააგრძელონ აზრთა მჭიდრო და კონსტრუქციული გაცვლა და დარჩნენ მჭიდრო კონტაქტში.

 

 

 

მსგავსი თემები