ჯანმომ “მაიმუნის ყვავილს” სახელი გადაარქვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, ”მაიმუნის ყვავილის” ნაცვლად, ტერმინ “მპოქსის“ გამოყენებას გაიწყებს.

თუმცა სახელწოდება “მაიმუნის ყვავილს” , მომავალი წლის განმავლობაში, ისევ გამოიყენებენ.

ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეშფოთებები გაჩნდა იმის შესახებ,  რომ შესაძლოა, აღნიშნული სახელი დამამცირებელი, ან რასისტული ყოფილიყო.

ამასთან, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების შიშით, მაიმუნები განადგურდნენ.

მსგავსი თემები