რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს – დაზიანდა გაზსადენი და სახლები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქზე  მძიმე არტილერიით იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში განახორციელეს.

საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქის დასახლებაზე მიიტანეს.

 

 

მსგავსი თემები