ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებენ შვილები რუსულ სკოლებში გაგზავნონ – “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი”

უკრაინის “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის” ინფორმაციით, რუსები ცდილობენ სამხრეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლები აიძულონ, შვილები რუსულ სკოლებში ატარონ.

მათივე განცხადებით, რუსები  ერთჯერადად 10 000 რუბლს პირდება იმ ოჯახებს, რომლებიც  ოკუპანტების სკოლებში სწავლას დათანხმდებიან.

,,სამხრეთში რუსები ამოწმებენ ბავშვებს, არიან თუ არა ისინი გარეთ სკოლის საათებში. რუსეთის ფედერაციიდან ჩამოყვანილი ექიმები სამედიცინო გამოკვლევების დროს ამოწმებენ, სწავლობს თუ არა ბავშვი რუსულ სკოლაში”, -აცხადებენ ცენტრში.

მათივე ცნობით, ბავშვებსა და მშობლებს ამოწმებენ აქვთ თუ არა ტელეფონებში უკრაინული ონლაინ სკოლის აპლიკაციები.

 

მსგავსი თემები