,,მეტი რა უნდა ვქნათ? სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ”- ბექა დავითულიანი სააკაშვილზე

 

,,მეტი რა უნდა ვქნათ? სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, ექს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ექსპერტები უნდა შეუშვას.

,,თუ სააკაშვილი ექსპერტიზაზე ამბობს უარს, რეალურად, მისი ჯანმრთელობა როგორ მდგომარეობაშია, ამას ვერ გავარკვევთ. ამიტომ პირველი, რაც უნდა ქნას, უნდა შეუშვას ექსპერტები იმისთვის, რომ შეამოწმონ, როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ციხის საავადმყოფოშიც კი არ მკურნალობს. მეტი რა უნდა ვქნათ? სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

მსგავსი თემები