შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკუთარ სახლსა და ავტომობილში სათვალთვალო კამერები იპოვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკუთარ სახლში და ავტომობილში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა.

მისი თქმით, აპარატურა გუშინ საღამოს საათებში, შემთხვევით, სავარძელში იპოვეს, შემდეგ კი სათვალთვალო კამერა ავტომობილშიც ნახეს.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, საჯარო განცხადების საფუძველზე, რეაგირება მოახდინოს.

 

მსგავსი თემები