,,თუ ნატო კიევის ფანატიკოსებს Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი სამიზნე”- მედვედევი

,,თუ ნატო უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი სამიზნე,” – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

,,როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, თუ ნატო კიევის ფანატიკოსებს NATO-ს პერსონალთან ერთად პატრიოტის კომპლექსებით მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე. იმედი მაქვს, რომ ამას გაიგებენ“, – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, აშშ განიხილავს უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას.

მსგავსი თემები