ათ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10 პროცენტით გაიზარდა – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.

მსგავსი თემები