,,რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს მეზობლებს, რა უსაფრთხოების ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ”- ურმას რეინსალუ

,,მთავარი გზავნილი პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, არის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, თუ რა უსაფრთხოების ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ,” – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის კონტინენტზე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას არ ჰყავს ესტონეთზე ძლიერი მხარდამჭერი.

„გზავნილი უნდა იყოს მტკიცე, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის წინაპირობა არის უკრაინის გამარჯვება ისე, როგორც ამას უკრაინა განსაზღვრავს, უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება, აგრესორი სახელმწიფოს მიერ ზიანისა და ზარალის სრული ანაზღაურება და პასუხისგება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, სადაც არის პუტინისა და მისი გარემოცვის ადგილი. მეორე წინაპირობა ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისთვის არის და ეს დღეს ვფიქრობ, მთავარი გზავნილია პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, თუ რა უსაფრთხოების ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ. ამასთან, როგორც გუშინ განვაცხადე გუშინდელ ვახშამზე უკრაინელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კიდევ ერთი წინაპირობა არის ის, რომ ქვეყნებმა, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, იქნებიან ნატო-ს ოჯახის წევრები“, – აღნიშნა ურმას რეინსალუმ.

მსგავსი თემები