მკვლელობა დაბადების დღეზე – პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

ცხვარიჭამიაში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი 20 წლის  ბიჭის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ  7 პირი დააკავა. ამ დროისთვის, უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის პირი, რომელმაც მირიან კუკავას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, სასტიკი მკვლელობა  ცხვარიჭამიაში  გუშინ დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.  20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მეტი...

 მეტროში, არასრულწლოვან შშმ  პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 12 ნაფიცი მსაჯულიდან 8 ნაფიცმა ნუკრი ბაქრაძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. სასამართლომ მას სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეტროს ერთ-ერთ სადგურზე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არადამიანური მოპყრობა იყო ასახული.

მეტი...

,,წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

,,ექსპროპრიაციის შესახებ დავები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საერთო ჯამში კარგია. „მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა, მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება.

მეტი...

რუსმა სამხედროებმა დონეცკში 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ,,რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. 28 ივლისს, რუსებმა დონეცკის რეგიონში 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 ბახმუტში, 2 ტორეცშკი, 1 ორლივკაში, 1 ჰირნიკში დ ა1 სოლედარში. დაშავდა კიდევ 19 ადამიანი”, – წერს კირილენკო Telegram-ზე.

მეტი...

,,მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის მიმართ, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება”- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. ამასთან, საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. ,,მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა, მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ…

მეტი...

„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების  მატების გამო, სან ფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სან ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების  მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სან ფრანცისკოს მერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადგილობრივ ხელისუფლებას მობილიზაციის მეტ საშუალებას მისცემს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქალაქში მაიმუნის ყვავილის 260 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გავრცელებული ცნობით, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო აშშ-ში რეგულაციების დაწესება ჯერჯერობით არ იგეგმება.

მეტი...

,,ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს”- კელი დეგნანი

„ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია – საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს (მოლაპარაკების) მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, აშშ-სა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება, ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება. „საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო…

მეტი...

,,საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს”- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები დააზიანა. „საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ზარალით ტურიზმის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველ ტალღას, ინფიცირების მაჩვენებელი 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზარდა, რამაც აიძულა მთავრობა, მიეღო მთელი რიგი შეზღუდვები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ აქტივობაზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა…

მეტი...

საბერძნეთში ქართველმა კაცმა ბინა გაძარცვა, ადგილობრივები მას დაედევნენ და მოპარული ნივთები ჩამოართვეს

საბერძნეთში, კორინთიის ქალაქ ალმირიში ქართველი დააკავეს, პოლიცია “ქართულ მაფიასთან” მის კავშირს იძიებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქართველი კაცი 28 ივლისს უცნობი ადამიანის  სახლში შეიჭრა, თუმცა მეზობლებმა ის შენიშნეს. მძარცველმა გაქცევა სცადა, მაგრამ  ადგილობრივებმა მისი შეჩერება შეძლეს და მოპარული ნივთებიც ჩამოართვეს.  

მეტი...

,,რთულია იმის გაგება, თუ რატომაა ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები”- კელი დეგნანი

,,როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე ოდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“,- ამის შესახებ საქართელოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, რთულია იმის გაგება, თუ რატომ ცდილობს ზოგიერგი პოლიტიკოსი დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები.. „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული…

მეტი...

,,ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან იღუპებიან, იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს”- ჩინეთის პრეზიდენტი

,,ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან იღუპებიან, იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირევს შორის სატელეფონო საუბარი ორი საათი გაგრძელდა და განსაკუთრებული ყურადღება ტაივანის საკითხს დაეთმო. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,  ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და  მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევას.  

მეტი...

,,საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი”- კელი დეგნანი

საქართვრელოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რთულია იმის გაგება, თუ რატომ ცდილობს ზოგიერგი პოლიტიკოსი დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები. ელჩის თქმით, საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ,,რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ”,- განაცხადა კელი დეგნანმა ,,ამერიკის ხმასთან”.

მეტი...

,,მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს რეზოლუციის მიღებისთვის, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოდ. ზელენსკის თქმით, მსოფლიოში არავინ დებს ტერორიზმში იმხელა ინვესტიციას, რამდენსაც რუსეთი. „დღის მხოლოდ პირველ ნახევარში, მხოლოდ კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. რუსეთის არმიამ კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელა. გრძელდება იერიშები ნიკოლაევზე, დონბასზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი დღე უკრაინაში, დღევანდელი დღე ან…

მეტი...

სენატორი საქართველოს მიმართავს, დიპლომატებზე თავდასხმები შეწყვიტოს

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს სენატორი ჯიმ რიში ეხმიანება. როგორც სენატის წარმომადგენელი აცხადებს, მათზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. „ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. მისივე შეფასებით, პოლიტიკური უთანხმოება დიალოგით უნდა მოგვარდეს. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში…

მეტი...

„მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას“ – სენატორი

სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მხრიდან ბოლო პერიოდში დაწყებულ ანტი-ამერიკულ კამპანიაზე „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ტიპის ტაქტიკა რუსეთის ინტერესებშია. „ადრეც გვინახავს ამ ტიპის ტაქტიკა, რაც მიუთითებს რუსეთის მტკიცე ნებაზე, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და  ხელი შეუშალოს საქართველოს საკუთარი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას მათ მიერ, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის და მასთან ერთად, ქართველი ხალხის უფრო სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის ჩავარდნა. ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი…

მეტი...

დემნა გვასალია უკრაინის „United24-ის“ ელჩი გახდა

უკრაინის პრზიდენტის ინფორმაციით, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია United24-ის ელჩი გახდა “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ამ გადაწყვეტილების მიზანი იძულებით გადაადგილებული უკრაინელების დახმარებაა. “Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის United24-ის ელჩი გახდა “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს. BALENCIAGA-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

უკრაინა ამერიკას შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ შეიარაღებას სთხოვს, რც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება. როგორც პოდოლიაკი აცხადებს, კრემლს საკუთარ ადგილს მხოლოდ ძლიერი შეიარაღება მიუჩენს. „რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და უკრაინას, მაგრამ „ჩაყლაპა“ ფინეთის ნატოში გაწევრიანება. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თავს არიდებს დაპირისპირებას თურქეთთან. პუტინი თავს შეშლილად გვაჩვენებს, მაგრამ, არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს. რა უჩენს მოძალადეებს თავის ადგილს? #ATACMS და შეიარაღებული უკრაინა“ – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი. უკრაინა აშშ-ს შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას ითხოვს,  რომლის მოქმედების ვადა 310 კილომეტრია.  

მეტი...

ლიეტუვას პრეზიდენტი უკრაინაში საჩუქრებით ჩავიდა

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში იმყოფება. როგორც მან კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად განაცხადა, უკრაინაში სწორედ იმ საჩუქრებით ჩავიდა, რაც ომში მყოფ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. „არც ამჯერად მოვსულვარ ხელცარიელი. დღეს უკრაინას გადავეცით საბრძოლო მასალა და 10 ჯავშანმანქანა. მალე მიიღებთ ლიეტუვაში წარმოებულ ანტიდრონებსაც. ეს სისტემები დღეს  ნამდვილად გჭირდებათ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ რუსეთის მხრიდან დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ“ – განაცხადა პრეზიდენტმა.  

მეტი...

„საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა“ – თურქეთის საგარეო მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები და საქართველოს მიმართულება აქტიური გახდა. მინისტრის თქმით, გარკვეულ პროცესებში სირთულეებიც გაჩნდა და იმედი აქვს, ეს სირთულეები დაიძლევა. „უაღრესად მნიშვნელოვანია სახმელეთო ტვირთბრუნვა და ამ თვალსაზრისით განვიხილეთ ჩვენ წინაშე დღის წესრიგში არსებული საკითხები. მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური გახდა. ზოჯერ ხდება გარკვეული დაგვიანებები ან გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება პროცესში. ვფიქრობ, ჩვენი ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება“, –  აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩს მოუწოდებს, გაემიჯნოს მაპოლარიზებელ ქმედებებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩს მიმართავს და მოუწოდებს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ  გაემიჯნოს მაპოლარიზებელ ნაბიჯს. „როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ის უნდა დაისაჯოს და ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას. როდესაც ამას ელჩი არ ემიჯნება, ესეც აღვივებს პოლარიზაციას. ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებაზე. როდესაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პოლარიზაციისკენ, ეს არის იგივე სანქციებზე გაუთავებელი საუბარი, ეს არის ტექნიკური პარლამენტის შექმნის მცდელობა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომელიც არის დაფუძნებული რადიკალური ოპოზიციის მიერ, ეს არის „ენჯეოების“ მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაანონსება სექტემბრისთვის და…

მეტი...

“300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას” – კობახიძე ამერიკის ელჩს

მმართველ გუნდსა და ამერიკის ელჩს შორის პასუხის პასუხი გრძელდება. ამჯერად, ელჩ დეგნანის განცხადებას ირაკლი კობახიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. „ძალიან საინტერესო მესიჯია. ამ დროს და ენერგიას ხარჯავდა და ახლაც ხარჯავს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. ამ თემას რეზოლუციაც მიუძღვნეს. ესენი არიან „ენჯეოებიც“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს პასუხის გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მგონი, ამ მესიჯის ადრესატი…

მეტი...

,,არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე, ბუნებრივია, არის მათ შორის დაპირისპირება”- ირაკლი კობახიძე

,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელია განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიას განხეთქილება და დაპირისპირება არსებობს, რისი  გარეთ გამოტანა ნიკა მელიას მოუწია. „რეალურად, ეს არის შიდაპარტიული პრობლემების და განხეთქილების გარეთ გამოტანა. მოუწია ამის გაკეთება ფორმალურ თავმჯდომარეს. ყველამ ვიცით, რომ არსებობს რეალური ლიდერი, რეალური ბელადი ამ პარტიაში და არსებობს ფორმალური თავმჯდომარე. მათ შორის, ბუნებრივია, არის ასეთი დაპირისპირება და სინამდვილეში, ამის გარეთ გამომზეურება მოხდა დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ,,როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით”- ნიკა მელია – (mcm.ge)

მეტი...

,,მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, ელჩი გაემიჯნებოდა უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ელჩს თავიდანვე შეეძლო დაედასტურებინა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. კობახიძის თქმით, მათ შორის მეგობრული შეხვედრა რომ გამართულიყო, კელი დეგნანი გაემიჯნებოდა ,,ბიძინა ივანიშვილზე  უსამართლო შეტევას”. ,,სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე არ დადასტურდა. მარტივად შეეძლო ელჩს რა თქმა უნდა პასუხის გაცემა. ამ კითხვაზე მას შეეძლო ეთქვა, რომ შეხვედრა შედგა ომის დაწყების შემდეგ. ასეთ დროს ბუნებრივია საზოგადოებას აღარ ექნებოდა რაიმე დამატებითი კითხვის ნიშნები, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. შემდეგ გავრცელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი რის შემდეგაც, ელჩმა, საბოლოო ჯამში…

მეტი...

გორის თავდაცვის აკადემიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის თავდაცვის აკადემიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო არ არის. ამ დროისთვის უცნობია თუ, რა ვითარებაში გარდაიცვლა კაცი.

მეტი...

,,ივანიშვილის მიერ პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშებას ერთადერთი მიზანი აქვს..“- კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებით,  რაც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხდება, პოლიტიკური „აფერისტობაა“. დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი მიზანი აქვს – გადაიტანოს  მოსახლეობის ყურადღება ყოველდღიური პრობლემებიდან ,,აბსურდის თეატრისკენ”. ,,ის, რაც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხდება, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური „აფერისტობაა“. რაში სჭირდება ბატონ ივანიშვილს პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშება?! მას ერთადერთი მიზანი აქვს – გადაიტანოს ჩვენი მოსახლეობის ყურადღება ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან აბსურდის თეატრისკენ და ხალხი ვირტუალურ, გამოგონილ რეალობაში აცხოვროს. ამით სურთ, რომ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და არჩევნებზე, მორიგ ჯერზე დააშინონ, მოისყიდონ და მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა. დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთადერთ რამეზე…

მეტი...

,,24 თებერვალი რუსეთის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის დღეა”- ალექსეი დანილოვი

,,24 თებერვალი რუსეთის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის დღეა: პოსტსაბჭოთა სივრცის საბოლოო განადგურებისა და რუსეთის კვაზი-ფედერაციის დეკოლონიზაციის პროცესის დაწყება,”- ამის შესახებ  უკრაინის ეროვნული უსაფრხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. დანილოვი ვრცლად საუბრობს  რუსეთის “მიღწევებსა” და პერსპექტივებზე. მისი თქმით, რუსეთის შემადგენლობაში დროებით შემავალი რესპუბლიკები და ერები დგებიან თავიანთი კოლონიალური სტატუსის გაცნობიერების გზაზე. ,,ამოქმედდა დსთ-ს ქვეყნებზე რუსეთის დომინანტური გავლენის დაკარგვის მექანიზმი. რუსეთმა აჩვენა, რომ ეს არის რეალური და უშუალო საფრთხე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის სახელმწიფოს არსებობისთვის. ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები იწყებენ საკუთარი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკის ვექტორის დინამიურ რეორიენტაციას…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე. ამასთან, 7-მა კანდიდატმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის: ქრისტინე ქაჯაიამ, სიმონ პარუნაშვილმა, ლევან ისაკაძემ , თამაზ ფოლადაშვილმა, მაია ზარიძემ, გია ცაცაშვილმა და რუსუდან ქურდიანმა.

მეტი...

აშშ-ის სენატი, ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს მისი ქმედებებისთვის საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და ჩეჩნეთში

აშშ-ის სენატმა  მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს მისი ქმედებების განო  ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ პუტინის მითითებით აღნიშნულ ქვეყნებში ხორციელდებოდა სამოქალაქო ცენტრების დაბომბვა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ პუტინის მითითებით რუსეთის ფედერაცია ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში სამოქალაქო ცენტრების მისამართით განურჩეველი ცეცხლის გახსნას ხელმძღვანელობდა და გასცემდა განკარგულებას, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრებლები მასობრივად სიკვდილით დასაჯეს და…

მეტი...

ქობულეთში სამკერვალო საწარმოში, სავარაუდოდ გაზმა გაჟონა – რამდენიმე ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

ქობულეთში, ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“  სამკერვალო საწარმოში,  სავარაუდოდ გაზმა გაჟონა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ამ დროისთვის, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. საწარმოში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

მეტი...

,,არის კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში”- მიხეილ სააკაშვილს კოვიდ-ტესტირება ჩაუტარდა

მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა კოვიდ-ტესტი აუღეს. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექიმებმა ტესტის აღება საჭიროდ ჩათვალეს, რადგან  სააკაშვილს სავარაუდოდ გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდა. ,,ამჟამად ვიცი, რომ გაკეთებული აქვს კოვიდ-ტესტი და ექიმი ელოდებოდა პასუხს. გვაქვს იმედი, რომ იქნება უარყოფითი… რაღაც გარკვეული სიმპტომატიკა ალბათ ჰქონდა, რადგან ექიმმა საჭიროდ ჩათვალა ამ ტესტის ჩატარება. თუმცა, ვიზუალური თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ან გაუმჯობესებისკენ ან გაუარესებისკენ არ შეინიშნება. ის არის კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში. კვლავაც უჩივის საერთო სისუსტეს და კვლავაც მასთან კომუნიკაცია არის გართულებული”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მეტი...

რუსულმა ძალებმა დერგაჩევსკი დაბომბეს – არიან დაჭრილები

დერგაჩევსკის მერის, ვიაჩესლავ ზადორენკოს ინფორმაციით, ხარკოვში, დერგაჩევსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბავშვი. მისივე თქმით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ,,რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს უკრაინის მიერ კონტროლირებადი დერგაჩევსკის რაიონის დასახლებები. პრუდიანკაში საარტილერიო დარტყმების შედეგად სამმა ადგილობრივმა საშუალო სიმძიმის და მძიმე დაზიანებები მიიღო. მათ შორისაა 12 წლის ბიჭი და ორი შუა ხნის კაცი”, – განაცხადა ზადორენკომ.

მეტი...

,,გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომსა და სანქციებს”- სუბარი ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრაზე

საქართველოს პარლამენტის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრასთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმური კითხვები. მისი თქმით, საინტერესეო რა შეიძლება იყოს ის სტრატეგიული საკითხები, რაზევ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს. „პირველივე წერილში, რომელიც ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ მიხეილ ყაველაშვილის სახელით გამოქვეყნდა, რომლის შინაარსს ჩვენც ვეხმარებოდით, ძალიან მკაფიოდ იყო ფორმულირებული კითხვა, იყო თუ არა შეხვედრა კელი დეგნანასა და ბიძინა ივანიშვილს შორის ომის დაწყების შემდეგ, რაზეც პასუხი მივიღეთ, რომ დიდი ხანია, არ მომხდარა ეს შეხვედრა. პირდაპირ არ იყო პასუხი და სურვილი იყო, როგორც ჩანს, რომ უნდა აღგვექვა, თითქოს ეს შეხვედრა არ შემდგარა. გუშინ გავიგეთ, თურმე ეს შეხვედრა…

მეტი...

პოლიციამ სპეცოპერაციების შედეგად 20 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის ჯამში 20 პირი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 20 პირი. ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 ნარკორეალიზატორი.…

მეტი...

,,ღმერთმა არ ქნას ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო ყველაფერს ვიტყვით”- სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ფლობს ინფორმაციებს სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს იტყვის. ,,ასეთ დროს, როცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ კითხვები გვაქვს. არ გვინდა ამ წუთში ყველაფრის თქმა, ღმერთმა არ ქნას ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ მმართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით. დეტალებში ვიცით შინაარსი საუბრების, რომელიც იყო სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე,”- განაცხადა სოზარ სუბარმა. ,,გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ”- სოზარ სუბარი – (mcm.ge)

მეტი...

,,კულისებში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ხიფათს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, უნდა გახდეს საჯარო პოლიტიკის ნაწილი”- დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები ბევრ საკითხე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. მისივე თქმით, სათქმელს აუცილებლად იტყვიან. ,,რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულება არის უცვლელი იმ გადაწყვეტილებასთან, რაც საზოგადოებამ მიიღო. ეს არის დასავლური ორიენტაცია, მაგრამ ასევე დასავლური ღირებულებები გვკარნახობს, რომ პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არსებობს კულისები, არსებობს საჯარო პოლიტიკაც, მაგრამ დღეს, როგორც ვხედავთ, ჭარბობს კულისებში მიმდინარე პროცესები, რომელიც მეტად ზრდის ამ რისკებს. ამიტომ კულისებში მიმდინარე საკითხები, პროცესები, რომლებიც პირდაპირ ხიფათს უქმნის ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას, უნდა გახდეს საჯარო პოლიტიკის ნაწილი. საზოგადოებრივი…

მეტი...

,,გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ”- სოზარ სუბარი

ქართული ოცნებიდან წასული სოზარ სუბარის განცხადებით, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა   ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და აშშ-ის ელჩის დღევანდელი პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს,  საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნონ. ,,სწორედ გუშინდელი წერილიდან, დღევანდელი ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ იმ ჩვენი ურთიერთობებისთვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებში, ერთმანეთთან, გარკვეულწილად ფორმალური სახე მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანიც სწორედ იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რასაც აქამდე პასუხები ხშირად არ ეძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი,”- განაცხადა…

მეტი...