“300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას” – კობახიძე ამერიკის ელჩს

მმართველ გუნდსა და ამერიკის ელჩს შორის პასუხის პასუხი გრძელდება. ამჯერად, ელჩ დეგნანის განცხადებას ირაკლი კობახიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას.

„ძალიან საინტერესო მესიჯია. ამ დროს და ენერგიას ხარჯავდა და ახლაც ხარჯავს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. ამ თემას რეზოლუციაც მიუძღვნეს. ესენი არიან „ენჯეოებიც“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს პასუხის გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მგონი, ამ მესიჯის ადრესატი სწორედ ეს 308 ევროპარლამენტარია, „ენჯეოები“ – ასე პასუხობს კობახიძე დეგნანს.

შეგახსენებთ, რომ, ელჩის განცხადებით, დამაბნეველია, როცა ამდენ დროსა და ენერგიას ზოგიერთი სანქციისა თუ სხვისი ფულის თემაზე ხარჯავენ, როცა ევროკავშირია წინ.

 

მსგავსი თემები