ლიეტუვას პრეზიდენტი უკრაინაში საჩუქრებით ჩავიდა

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში იმყოფება. როგორც მან კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად განაცხადა, უკრაინაში სწორედ იმ საჩუქრებით ჩავიდა, რაც ომში მყოფ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება.

„არც ამჯერად მოვსულვარ ხელცარიელი. დღეს უკრაინას გადავეცით საბრძოლო მასალა და 10 ჯავშანმანქანა. მალე მიიღებთ ლიეტუვაში წარმოებულ ანტიდრონებსაც. ეს სისტემები დღეს  ნამდვილად გჭირდებათ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ რუსეთის მხრიდან დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები