“ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა” – თენგიზ ცერცვაძე

„უნდა ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი შეფასებით,  სათანადო ჩვენების შემთხვევაში,  დროულად გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი.“ „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ…

მეტი...

„მთელ მსოფლიოში გრძელდება COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მატება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი მასშტაბურია. „მთელ მსოფლიოში გრძელდება COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მატება. ა.წ. 20 ივლისს მსოფლიოში COVID-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა (მათ შორის აშშ-ში – 367, ბრიტანეთში – 144, ისრაელში – 27 და ა.შ.). ეს იმათ საყურადღებოდ, ვინც ომიკრონის შტამებით გამოწვეულ COVID-ს სერიოზულად არ აღიქვამს. საქართველოშიც ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ საბედნიეროდ COVID გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით. თამამად შეიძლება…

მეტი...

პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის ქმედებას „უკადრის საქციელს“ უწოდებს

ირაკლი კობახიძის მხრიდან ჟურნალისტის შეურაცხყოფას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ეს უკადრისი საქციელია. „კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. “ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!” ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი. ,,შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი – რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე”- ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

მეტი...

,,პარალელური ჯგუფები არაფერს აკეთებენ, ეს არის პიარული სვლა ევროკავშირის რეკომენდაციების საბოტაჟისთვის”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე  ევროკომისიის დადგენილ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნას ეხმიანება.  მდინარაძის შეფასებით, მსგავსი ქმედებებით, ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობს. ,,ტექნიკური პარლამენტის შექმნა უბრალოდ ხერხია, სამუშაო ჯგუფების შექმნაზე პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი, მაშინ ვიაროთ ასე ჯგუფ-ჯგუფად და ვიმუშაოთ, ეს არის აბსოლუტური უმეცრება და უპასუხისმგებლობა გამომდინარე იქიდან, რომ პარალელური ჯგუფები არაფერს აკეთებენ, ეს არის სუსტი, პიარული სვლა ევროკავშირის რეკომენდაციების საბოტაჟისთვის”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსნებთ,  ოპოზიციამ ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები დღეს დაიწყო.

მეტი...

,,მათ არ სურთ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც ოპოზიციამ ევროკომისიის მიერ დადგენილ 12 პუნქტთან დაკავშირებით დღეიდან დაიწყო. კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და აჩვენებენ, რომ  საბოტაჟისკენ არიან მიმართულნი. ,,ძალიან მარტივად ჩანს, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთადერთი ამოცანა, სწორედ ამის გამო ისინი აანონსებენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის მიმართული პირველი პუნქტის დარღვევისკენ, ანუ პოლარიზაციისკენ, და ასევე ისინი არ არიან ჩართული დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაში. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, აჩვენებს იმას, რომ მათ არ სურთ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ…

მეტი...

ლავროვის განცხადებით, ოდესის ნავსადგურზე სარაკეტო დარტყმის სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ოდესის ნავსადგურზე თავდასხმით, მოსკოვს სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმების, არც ერთი პუნქტი დაურღვევია. „თუ ვსაუბრობთ იმ ეპიზოდზე, რომელიც მოხდა ოდესაში, არ არსებობს არაფერი იმ ვალდებულებებში, რაც რუსეთმა აიღო – მათ შორის 22 ივლისს სტამბოლში გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, რომელიც აგვიკრძალავს სპეცოპერაციის გაგრძელებას“, – განაცხადა ლავროვმა კონგოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ლავროვის თქმით, ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმის სამიზნე პორტში არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო. „რაც შეეხება იმ მაღალი სიზუსტის დარტყმების სამიზნეებს, ისინი განლაგებულია ოდესის პორტის ცალკეულ ნაწილში, ოდესის პორტის ე.წ. სამხედრო ნაწილში. ეს სამიზნეები იყო უკრაინის საზღვაო ძალების საბრძოლო ნავი…

მეტი...

,,შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი – რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე”- ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ,  უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ,,მთავარი არხის” ჟურნალისტს ასე უპასუხა: „კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. “ნაცმოძრაობის” გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც…სამარცხვინო შენ….“,- მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს  გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ქემლინ ფერლი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოადგილე ფერნანდო…

მეტი...

,,არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, სანქციებს არახამიას უკრაინელი ხალხი დაუწესებს, რადგან მისი შეფასებით, „ხალხის მსახურის“ ლიდერი ძალიან ბევრ რამეზე არის პასუხისმგებელი. „ყველამ კარგად იცის, ეს კაცი ვინ არის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც მემგონი ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფსებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას…

მეტი...

,,აანონსებს, რომ უახლოეს პერიოდში სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებს და შესაბამის მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებს”- სოსო გოგაშვილის ადვოკატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი უახლოეს პერიოდში  სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებს და შესაბამის მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებს. ,,დღეს არაფერი არ იგეგმება ახალი, მაგრამ იგი აანონსებს, რომ უახლოეს პერიოდში ასევე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებს და შესაბამის მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებს. ამბობს, რომ ეს მოხდება ძალიან მალე… განგვიცხადეს ამ საქმის გამომძიებლებმა, რომ მათ სურთ, რომ მთლიანად გაასაიდუმლონ საქმის მასალები. შესაბამისად, ადვოკატებსაც შეგვეზღუდება, ვისაუბროთ ამ საქმის ირგვლივ დეტალებზე,” – განაცხადა გოგაშვილის ადვოკატმა.

მეტი...

,,წონაში იკლებს, დრო გადის და გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილს დღეს ახალი კვლევა ჩაუტარეს. სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ოჯახმა მიმართა ამერიკულ ფირმა “აკერმანს”, იურისტები და სამედიცინო ექსპერტების გამოგზავნის მიზნით. გიული ალასანია უცხოელი ექსპერტებისთვის ლიცენზიის დროულ აღიარებას ითხოვს. ,,საკმაოდ სუსტად იყო, ძლივს მოძრაობდა. ერჩია, რომ წოლილიყო და დაწოლილი დავტოვე. დღეს გაუკეთეს და ჯერჯერობით არ ვიცი პასუხი. წონაში იკლებს, დრო გადის და გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ. როგორც გამოირკვა საჭიროა, აქაური ლიცენზია ჰქონდეთ ექიმებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხდება 1 საათში, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, წლები დასჭირდეს. არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მეჩქარება”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), უკრაინის დასახმარებლად 1,59 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება ელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას. ,,ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ეს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას და მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინმა.

მეტი...

მიანმარში ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს

მიანმარში ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ერთ-ერთი დეპუტატია. მსჯავრდებულებს ტერორისტული აქტების განხორციელებაში სდებდნენ ბრალს. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რის გამოც უფლებადამცველი ჯგუფები პროცესს აკრიტიკებენ. ცნობისთვის, მიანმარში სიკვდილით დასჯა 1988 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა.

მეტი...

,,ქართულ კომპანიებს შესაძლობლობა ექნებათ, ევროპის 27 ქვეყანაში, საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდება მოახერხონ”- ლევან დავითაშვილი

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართულ კომპანიებს შესაძლობლობა ექნებათ, ევროპის 27 ქვეყანაში, შესყიდვებით დაინტერესებული საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდება მოახერხონ. მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია , საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით. „როგორც იცით, ევროკავშირის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ წლის განმავლობაში ევროკავშირში დაახლოებით 250 ათასზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრილიონზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს და კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და რეგისტრირებული არიან, ამ…

მეტი...

ევროვიზია 2023 დიდ ბრიტანეთში ჩატარდება

ევროვიზია 2023 დიდ ბრიტანეთში ჩატარდება.  როგორც წესი, კონკურსი გამარჯვებულ ქვყანაში ტარდება. 2022 წელს კონკურსში უკრაინამ გაიმარჯვა, თუმცა მიმდინარე ომის გამო, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით,  კონკურსი დიდ ბრიტანეთში ჩატარდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეხმაურა: ,,გასულ კვირას, მე და პრეზიდენტი ზელენსკი შევთანხმდით, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად გაიმართება, ის უნდა ზეიმობდეს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. რადგან ახლა ჩვენ ვართ მასპინძლები, გაერთიანებული სამეფო შეასრულებს ამ დაპირებას პირდაპირ – და ჩაატარებს ფანტასტიკურ კონკურსს ჩვენი უკრაინელი მეგობრების სახელით”,-წერს ჯონსონი.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე. მთავრობის მეთაურმა ელჩს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და აღინიშნა ელჩის პირადი წვლილი ამ ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპული საბჭოს მიერ გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.…

მეტი...

ერევნის მერის ინიციატივით, დედაქალაქის მაცხოვრებლებს 07:00 საათზე მუსიკა გააღვიძებს

ერევნის მერის,  ჰრაჩია სარქისიანის  ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს  დილის 07:00 საათზე მუსიკა გააღვიძებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქმა დილაადრიან უნდა გაიღვიძოს, სამუშაო დღე უნდა იწყებოდეს ადრე. ამიერიდან დილის 07:00 საათიდან, საათში ერთხელ მერიის საათის გაჟღერებული მუსიკის ხმა ქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში გაისმება“, – წერს  ჰრაჩია სარქისიანი „ფეისბუქ“ გვერდზე. მერის თქმით, სამუშაო დღე დილაადრიან უნდა იწყებოდეს.

მეტი...

ნებართვის გარეშე გარევაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმები გავრცელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარევაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმები გავრცელდება. აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის. მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომელთა გრძელვადიანი მივლინებით…

მეტი...

,,მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც საქართველოში კონკრეტულ კომპანიებს რუსული სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ. მინისტრი თქმით, საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ქვეყანა სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ,,მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, არც ერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ყიდულობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული კომპანიების…

მეტი...

,,დავით არახამიას ვეთანხმები, დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიანი გადაბარებით არა, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს”- ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე   უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება. დეპუტატი ეთანხმება არახამიას და აღნიშნავს, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას. „ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ. მას სრულიად ვეთანხმები – დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს. მთავარია, გვესმოდეს უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ხელისუფლება ვის მხარეს დადგა. სამწუხაროდ, საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას…

მეტი...

„არახამიას საუბარს ვერ ავუკრძალავთ“ – ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვის უახლოესი წევრის, ქართველი წარმომავლობის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, მას საუბარს ვერავინ აუკრძალავს, თუმცა, რასაც ამბობს, სწორი არ არის. „მიუხედავად იმისა, რომ არახამიას ქართული გვარი აქვს, საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სწორი არ არის. შეიძლება, მას თავისი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ასეთი ფორმით სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა სცდება იმ ურთიერთობებს, რაც უკრაინასა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობდა. რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ ასეთი სახის ჩარევა შიდა პოლიტიკაში და ყველას კრიტიკა, ვინც მათ…

მეტი...

აშშ-ის გაგზავნილი იარაღით უკრაინამ რუსეთის 50-მდე იარაღის საწყობი გაანადგურა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, როცა მათ აქვთ კარგი შეიარაღება შედეგიც სახეზეა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების წყალობით, ოკუპანტის საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს. „ეს წყვეტს მათი მომარაგების ქსელს და ართმევს შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები და დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები საარტილერიო ცეცხლით,“ – აცხადებს  რეზნიკოვი. მისივე ინფორმაციით, უკრაინამ „გეპარდის“ პარტიაც მიიღო. „დღეს შემოვიდა პირველი სამი „გეპარდი“. ეს არის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რისთვისაც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნა გადმოგვეცა“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.  

მეტი...

„ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, გქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ“ – წერილი კელი დეგნანს

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ კითხვების დასმის მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ სწორედ მისი დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის დაცვა გახლდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ქართულ საზოგადოებას არ დაეკარგა ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ეჭვის დონეზეც კი არ დაეშვა, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედარებით უკეთ შესაკავებლად, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა“ – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილი კელი დეგნანს უგზავნის. წერილის ავტორები ადრესატისგან კითხვებზე პასუხს ითხოვენ. წერილის სრული ვერსია კი ასე გამოიყურება. „ვფიქრობდით, რომ ამგვარი ეჭვის გაღრმავების შემთხვევაში, დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, რომლის…

მეტი...

„თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას“ – სამეულის მორიგი წერილი კელი დეგნანს

„თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ: თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას , თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას“ – ასეთია მორიგი გზავნილი, რომელსაც დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის ელჩს უგზავნის. როგორც „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აცხადებენ,  ქვეყნის ნამდვილი პარტნიორები ასე არ იქცევიან. „თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას, თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა – ის ფაქტი, რომ სახელმწიფო…

მეტი...

ტექინსპექტირების გაუვლელობა 50-ის ნაცვლად 150 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს

საქართველოში მოძრავი ავტომანქანების ნახევარი, დაახლოებით 50% ტექნიკურად გაუმართავია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ისინი ტექდათვალიერებას თავს არიდებენ და ურჩევნიათ, ყოველ თვე 50 ლარიანი ჯარიმა გადაიხადონ. ამას კი ხელს ისიც უწყობს, რომ „ჭკვიანი კამერები“ გამართული არ არის და ადმინისტრირება სუსტია. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შსს-მ მოამზადა შედარებით სუსტია და ჩართულები რომ ყოფილიყვნენ, უფრო სრულყოფილი პაკეტი შემუშავდებოდა. „ამ კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულები რომ ვყოფილიყავით, უფრო სრულფასოვან პაკეტს შევთავაზებდით. მაგალითად, უსაფრთხოების ღვედები უკანა სავარძლებზე, ძალიან ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. ასევე, საბავშვო სამგზავრო სავარძლები. ზოგადად, მხოლოდ გამკაცრება გამოსავალი და ეფექტის მომტანი არ არის,…

მეტი...

„სანქციების გამკაცრება არ კმარა, მას უნდა მიებას ქულების ჩამოკლება“ – ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ავტოსაგზაო შემთხვევების დარღვევის გამო, გასულ წელს დაახლოებით 450-მდე ადამიანი დაიღუპა და  7 700-მა მძიმე ტრამვა მიიღო. გასაუბჯობესებელია როგორ საკანონმდებლო ჩარჩო, ისე ინფრასტრუქტურა და კანონების ადმინისტრირება“ – აცხადებს  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ და ითხოვს, ჯარიმების გაზრდასთან ერთად, ქულების სისტემის ჩამოკლებამაც იმუშაოს. მისი შეფასებით, მძღოლებს ჯარიმების გადახდა არ აბრკოლებთ, დარღვევები ისევ ჩაიდინონ. „გამოწვევები საკმაოდ ბევრია. იცით, რომ საკანონმდებლო პაკეტი შესულია პარლამენტში და მალე დაიწყება მისი განხილვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია „დრიფტაობასთან“ დაკავშირებით, არაერთი ადამიანი ვიცით, რომელიც დაიღუპა უკანონო რბოლების გამო. მიუხედვად იმისა, რომ ფაქტები ხდებოდა, ვერაფერს ვახერხებდით და მისასალმებელია ეს ქმედება. ფულადი ჯარიმა და 30 ქულის…

მეტი...

„ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით, ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა”- ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი „ვითიბი ბანკთან”  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოფიციალურად  ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით, ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა. ეროვნული ბანკის განმარტებით,  ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. „ჩვენთვის ცნობილია, რომ „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა, ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი“ არის…

მეტი...

,,საპანიკო არაფერი გვაქვს, ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში  კორონავირუსის ზრდის ტემპი შემცირებულია და მოსახლეობას, პანიკის საფუძველი არ აქვს. მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება. „ზრდის ტემპი შემცირებულია, ამიტომ აქ, საპანიკო არაფერი გვაქვს. ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება, შემთხვევების რაოდენობა ძირითადად არის მსუბუქი და მართვა ბინის დონეზე მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია და საქართველოში დღეისთვის სულ ჰოსპიტალიზებულია 600-მდე ადამიანი. ქვეყანაში არის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამალი, რომელიც მოქმედების ეფექტურობა 90%-მდე არის. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ავადმყოფი პირველი დღიდან მკურნალობს, ასეთ შემთხვევაში გართულების და საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა ამირან…

მეტი...

,,არახამიას თავი ჩე გევარა თუ ჰგონია და შეუძლია, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, რევოლუციები ასე არ ტარდება”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი  უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება. რაქვიაშვილის შეფასებით, არახამიას განცხადება  რევოლუციასთან დაკავშირებით არასერიოზულია. „რაც შეეხება მის განცხადებას მშვიდობიან რევოლუციაზე, თუ არახამიას თავისი თავი ჩე გევარა ჰგონია და შეუძლია, ქვეყანაში ჩამოვიდეს, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, არ მგონია, ეს ასე იყოს. რევოლუციები ასე არ ტარდება. მთავრობა ქმნის გარემოს, სადაც რევოლუცია შესაძლებელია და ვინც არ უნდა იყოს ლიდერი, რევოლუცია შეიძლება, მოხდეს. არ მგონია, ეს სერიოზულად იყოს ნათქვამი. საერთოდ, ჩემი აზრით, ჩე გევარა ცუდი ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია ადამიანის უფლებაა და თუ რეჟიმი ცუდად…

მეტი...

,,მაიმუნის ყვავილი“ ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი”- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი. მისივე თქმით, საქართველო ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებული მობილიზაციის საჭიროება ნამდვილად არ არის რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „მაიმუნის ყვავილი“ ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეკომენდაცია პირველი ჯგუფის ქვეყნებთან მიმართებაში…

მეტი...

,,ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ექსპერტები სრულ თანხვედრაში ვართ”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ექსპერტები იწყებენ პროცესს, რომელიც ზეინკლუზიურია. მისივე თქმით, ბევრი კანონის დამუშავება უნდა მოხდეს სექტემბრამდე, რათა დადგინდეს  12-ვე პუნქტთან მიმართებით რა არის გასაკეთებელი. „დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ, რომელიც ზეინკლუზიურია. სრულ თანხვედრაში ვართ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ექსპერტები, რომელთან ერთადაც დღეს სამი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გვექნება. რაც შეეხება სად გადაიკვეთება კანონპროექტები, რომელსაც ჩვენ დავწერთ და რომელსაც „ქართული ოცნება“ დაწერს, ეს ყველაფერი გადაიკვეთება კომიტეტებზე და სესიებზე. ძალიან მწყობრი და სწორი სტრატეგია გვაქვს. მესმის, შესაძლოა, ზოგიერთისთვის რთულად აღსაქმელია, რას ვაკეთებთ, მაგრამ…

მეტი...

,,თუ უკრაინულ კანონს შევხედავთ, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უკრაინულ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში, თუმცა ჯდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ. სამხარაძის თქმით, ყველასთვის ნათელია, ვინ ახდენს გავლენას ოპოზიციურ მედიებზე, ვის აქვს საკუთარი პარტიები. „ჩვენი მხრიდან დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებული იყო უკრაინულ კანონზე დაყრდნობით. თუ უკრაინულ კანონს შევხედავთ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში, თუმცა ჯდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვისურვებდი, ასეთი სახის კანონი საქართველოში გვქონდეს და ამ კანონით იმ ოლიგარქებსა და მდიდარ ადამიანებს შეეზღუდოთ პოლიტიკასა და მედიაზე გავლენების არსებობა,…

მეტი...

,,მოსახლეობას ვამშვიდებ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”- ამირან გამყრელიძე ,,მაიმუნის ყვავილზე”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. „მოსახლეობას ვამშვიდებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში. როცა საჭიროა მკურნალობა, ტარდება ან ამბულატორიულ ან სტაციონარულ პირობებში, ძირითადად, ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, ისიც ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცით, პირველ ჯგუფში შედის, სადაც დაავადება არ იყო დადასტურებული ან თუ იყო დადასტურებული, 21 დღე უკვე გასულია. „გლობალურად რისკის დონე გახლავთ საშუალო. უფრო მეტი შემთხვევა…

მეტი...

,,გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა – ილია დარჩიაშვილი

2022 წლის 25 ივლისს, საქართველოს საგარეო უწყებაში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილისა და  გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის, აბდულა შაჰიდის შეხვედრა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. როგორც ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის შემდგომ განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათელი დადასტურებაა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე…

მეტი...

,,არახამიას მანამდე არაფერი ეტკინოს, ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება. სამხარაძის თქმით, დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო. ,,უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ. ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს – ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან“, რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, ამ…

მეტი...