,,კულისებში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ხიფათს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, უნდა გახდეს საჯარო პოლიტიკის ნაწილი”- დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები ბევრ საკითხე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. მისივე თქმით, სათქმელს აუცილებლად იტყვიან.

,,რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულება არის უცვლელი იმ გადაწყვეტილებასთან, რაც საზოგადოებამ მიიღო. ეს არის დასავლური ორიენტაცია, მაგრამ ასევე დასავლური ღირებულებები გვკარნახობს, რომ პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არსებობს კულისები, არსებობს საჯარო პოლიტიკაც, მაგრამ დღეს, როგორც ვხედავთ, ჭარბობს კულისებში მიმდინარე პროცესები, რომელიც მეტად ზრდის ამ რისკებს. ამიტომ კულისებში მიმდინარე საკითხები, პროცესები, რომლებიც პირდაპირ ხიფათს უქმნის ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას, უნდა გახდეს საჯარო პოლიტიკის ნაწილი. საზოგადოებრივი მოძრაობის ძირითადი მიზანი იქნება სწორედ ეს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას საზოგადოებასთან და ვთხოვდი ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ არ დარჩეს ზედმეტი ეჭვები და სპეკულაციის საგანი, რომ არ დარჩეს ბუნდოვანი საკითხები და რისკები არ დარჩეს რისკებად, ყველა დასმულ კითხვაზე უნდა იყოს პასუხები გაცემული. კითხვა ვისი მისამართითაც არის დასმული, სწორედ ამ მიმასამართზე უნდა იქნას პასუხი გაცემული.  წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება ეჭვები“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

,,გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ”- სოზარ სუბარი – (mcm.ge)

მსგავსი თემები